No one has ever become poor by giving

დღეს PHR- სამართლებრივი დახმარებისთვის საკარანტინე ზონაში მყოფმა კიდევ ორმა მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახმა მიმართა.

ქალი, მისი 1 წლისა და 7 თვის და 2 წლისა და 9 თვის შვილი მიუხედავად წინასწარ მოთხოვნილი თვითიზოლაციისა, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ საკარანტინო ზონაში ანაკლიაში მოათავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ 3 დღით ადრე გადმოვგზავნეთ შევსებული საბუთები და მოვითხოვეთ თვითიზოლაცია, მაინც 1 წლისა და 7 თვის და 2 წლისა და 9 თვის შვილთან ერთად თვითიზოლაციის ნაცვლად საკარანტინო ზონაში გადმოგვიყვანეს აცხადებს ქალი. სახლში გვაქვს ყველა პირობა რომ დაცული იყოს ბავშვების ინტერესები, მიუხედავად ამისა არანაირი რეაგირება არ ხდება. სასტუმროში არის გაუსაძლისი პირობები, ვიწრო საწოლი და მეშინია ბავშვები არ გადავარდნენ, ასევე გაუმართავია ინვენტარი.

მეორე ოჯახი, ბებია და მისი 5 წლის შვილიშვილი იგივე რეისით იგივე საკარანტინე ზონაშია განთავსებული, მათ თვითიზოლაციის განაცხადი დღეს შეავსეს და აქვთ იმედი რომ სახელმწიფო დროულად მოახდენს რეაგირებას, რადგან ბავშვის ემოციური მდგომარეობა მძიმეა.

PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება. იმედი გვაქვს რომ სახელმწიფო იმოქმედებს დროულად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.