No one has ever become poor by giving

2020 წლის აპრილში PHR- არასრულწლოვანი დათას დედა იურიდიული დახმარებისთვის დაუკავშირდა.

დათას ძალიან უნდოდა შპს ნიუტონის რობოტიკის სკოლის საზაფხულო ბანაკში მიეღო მონაწილეობა. გამომდინარე იქედან, რომ დათას აუტისტური სპექტრის შეზღუდვა აქვს, დედამ სკოლას მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ აცნობა, რაზეც სკოლის მხრიდან თანხმობა მიიღო. თუმცა საზაფხულო ბანაკში გამგზავრებამდე ორი დღით ადრე დათას ბანაკში გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

დედამ სამართლებრივი დახმარებისთვის #PHR- მიმართა, რომელმაც საჩივარი მოამზადა და განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტს მიმართა.

საკითხის სრულყოფილად შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა შპს ნიუტონის რობოტიკის სკოლის მხრიდან, არასრულწლოვანი დათას მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.

ირიბი დისკრიმინაცია აღნიშნულ საქმეში გამოვლინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის გონივრულ მისადაგებაზე უარის ფორმით:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით, გონივრული მისადაგება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს და გულისხმობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი მოდიფიკაციებისა და კორექტივების განხორციელებას, რაც არ იწვევს დაუძლეველ და გაუმართლებელ სირთულეებს და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებათა რეალიზებას.

 სახალხო დამცველმა სკოლას შემდეგი რეკომენდაციები გაუზიარა:

  • მომავალში, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოთ თქვენ მიერ შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და მომსახურება განახორციელოთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა.