PHR-ის სამართლებრივი დახმარების შედეგად საკარანტინე ზონა კიდევ ერთმა დედამ და მისმა 5 წლის შვილმა დატოვეს.
თამთამ #PHR-ს გასულ კვირას მომართა. მიუხედავად იმისა რომ მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე 4 დღით ადრე ჰქონდა შევსებული თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ის და 5 წლის ალექსანდრა მაინც საკარანტინე ზონაში მოათავსეს.
მომართვისთანავე PHR-მა დაიწყო სამართლებრივი პროცედურების წარმოება ბავშვის დახმარების მიზნით. განხორციელებული ნაბიჯების შედეგად, ვადების დარღვევის მიუხედავად თამთა და მისი შვილი სახელმწიფომ თვითიზოლაციაში გადაიყვანა.
PHR მოუწოდებს სახელმწიფოს, კანონმდებლობით გათვალიწინებულ ვადაში (მიმართვიდან 5 დღეში) მიიღოს გადაწყვეტილება და მაქსიმალურად ეფექტურად დაიცვას უფლებები და აარიდოს საკარანტინე ზონებში ცხოვრება არასრულწლოვნებს.
სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება პროექტ “ბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში USAID/PROLoG-ის ფინანსური მხარდაჭერით.