ჩვენ შესახებ

image

თამუნა გაბოძე

ხელმძღვანელი


თამარ გაბოძე ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2023 წლის 2 ნოემბრიდან ხელმძღვანელობს.

თამარი სისხლის სამართლის ადვოკატია. მისი გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში მრავალ წელს მოიცავს. რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, თამარი 10 წელზე მეტია სასამართლოში ადამიანის უფლებებს იცავს. ის არაერთი ქალის, ბავშვისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ადვოკატია დღესაც.

2022 წლიდან თამარი იყო სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური პრევენციული ჯგუფის ექსპერტი. ასევე, ჩართული იყო საგანმანათლებლო საქმიანობაში, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

2020 წლიდან თამარი ორგანიზაციაში "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციას იკავებდა, 2023 წლიდან კი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა. PHR-ში მან არაერთ პრეცედენტულ საქმეზე იმუშავა.  

  • 10.2001 - 07.2007 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი სპეციალობა სამართალმცოდნეობა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
  • 05.2002 - 11.2006 წწ  ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, უფროსი გამომძიებლის თანაშემწე საზოგადოებრივ საწყისებზე.
  • 2011 - 2014წწ.  იურიდიული დახმარების სამსახური - სპეციალისტი.
  • 2014-2020 წწ. იურიდიული დახმარების სამსახური - სისხლის სამართლის ადვოკატი.
  • 2012 წ.  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (სისხლის სამართალი).
  • 2013 წ.  მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ( სისხლის სამართლის).
  • 2015 წ. დამატებითი სპეციალიზაცია არასრუწლოვანთა მართლმსაჯულება.
  • 2020 წ. დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვის უფლებათა კოდექსი.
  • 2016 წლიდან დღემდე ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.
  • 2018-2019.03 წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი.
  • 2019-2020წწ. იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო საბჭოს წევრი.
  • 2022 წლიდან სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი.
  • 2020 წლიდან PHR-ის გუნდის წევრი. 
  • 2023 წლიდან PHR-ის ხელმძღვანელი. 

    პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობას იღებდა მრავალ საერთაშორისო ტრენინგში და კონფერენციაში. ნაწარმოები აქვს პრეცედენტული საქმეები, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

ჩვენი პარტნიორები